Talk:Tbilisi Sameba Cathedral

From Wikipedia, the free encyclopedia

[edit] Sameba needs help!

Need help with Holy Trinity Cathedral, Tbilisi. Your suggestions please. Thanks to all. Ldingley 18:15, 11 July 2006 (UTC)

Dear Luis, I started to expand the article. We need to check if the Sameba church is really the largest functioning Orthodox cathedral in the world. The website of Geo. Patriarchate says it is the third largest.
Soso, can you please help me in translating these passages.

სართულებს შორის ურთიერთობით, ვერტიკალური კომუნიკაციებით, შიდა სივრცის გადაწყვეტით, ეს არის ჯვარ-გუმბათოვნისა და ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის სინთეზი. თუ ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი კელდებზე ეყრდნობა, ხოლო ჯვარ-გუმბათოვანი კი ოთხ სვეტზე, სამების ეკლესია რვა სვეტზეა გაწეული. გუმბათის პარამეტრები არ არის დამოკიდებული აბსიდის ზომებზე, ამით ქალაქის იერსახეში გუმბათმა და თავად ტაძარმა უფრო მონუმენტური სახე მიიღო.

სამების ტაძარი მოპირკეთდება ბოლნისის ტუფით. პროექტის თანახმად, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსი შედგება: ტაძრის, სამრეკლოს, საპატრიარქოს, მამათა მონასტრის, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის, სასტუმროებისა და სხვა დამხმარე შენობებისაგან. მთლიანი კომპლექსისათვის ელიას მთაზე 11 ჰექტარი მიწის ფართობი გამოიყო.

ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. სამების ტაძარი შეიცავს მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, 12 მოციქულის, და ყოველთა წმიდანთა სახელობის ეკლესიებს. ესოდენ დიდი სიმაღლისა და ფართის ტაძარი საქართველოში ჯერ არ აშენებულა. ტაძრის მოცულობა 102 კვ. მეტრია, თავისი სავესტიბიულო ნაწილით კი - 137 კვ.მ. ფართობი 5000 კვ. მეტრზე მეტია. იგი აღჭურვილია უახლესი საკომუნიკაციო, ელექტრო, გათბობის და ვენტილაციის აპარატურით. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მეტრია. საკუთრივ ჯვრის სიმაღლე კი შვიდმეტრნახევარია. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მეტრია. სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. თუმცა ტაძრის გრანდიოზულობა მხოლოდ პარამეტრებით არ განისაზღვრება. მისი ექსტერიერი და ინტერიერი ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი. ის ერთ-ერთი დომინანტი ნაგებობაა მტკვრის მარცხენა სანაპიროს თავზე და ფაქტობრივად, ძველი თბილისის ზემო მხარე უკავია. საინტერესოა ისიც, რომ წმიდა ელიას მთაზე მშენებარე სამების საკათედრო ტაძარი ზუსტად მამა დავითის ეკლესიის აღმოსავლეთ ღერძზეა განთავსებული, ამდენად, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ტაძარს სივრცე უკვე მოგებული აქვს. იშვიათობაა ისიც, რომ ნაგებობაში შესვლა სამ სხვადასხვა დონეზე ხდება და ის, ერთბაშად, ათეულ ათასობით მლოცველს დაიტევს. ამჟამად, ტაძრის ძირითადი სხეულის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია. ტაძარი შიგნიდან მთლიანად გაილესა, მისი გუმბათი ფურცლოვანი სპილენძით დაიხურა. გარედან მოპირკეთებულია ქართული ქვებით: ბოლნისის ტუფითა და კურსების გრანიტით. ინტერიერში გამოყვანილია ქართული, ბოდბის გამარმარილოებული კირქვა, ძირს დაგებულია ჩინური და ინდური გრანიტი, კედლებზე - იტალიური, ეგვიპტური და ბერძნული მარმარილოები. კანკელი ბერძნული მარმარილოთია დამზადებული. წინასწარი გაანგარიშებით, ტაძარი 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით მთავარი, სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს მხატვარი ამირან გოგლიძე. ტაძარს მოხატავენ კანონიკის სრული დაცვით და იმ ტრადიციათა გათვალისწინებით, რაც ქართულ ფრესკულ მხატვრობასა და ხატწერაშია დამკვიდრებული. ამასთანავე, ეკლესიის მოხატულობის კონცეფციის განსასაზღვრად ჩამოყალიბებულია ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფი და სამების ტაძრის მოხატვაც მათ დასკვნებზე დაყრდნობით შესრულდება. გარდა მოხატვისა, ეკლესიის საკურთხეველი მოზაიკით უნდა მოიჭიქოს. ბატონ არჩილ მინდიაშვილის თქმით: „ერთ-ერთი ურთულესი საქმე იქნება მხატვრობა, რადგან აქ სირთულეს შექმნის ფრესკის მასშტაბის მონახვა თუ რა ზომის უნდა იყოს კომპოზიცია, რათა ის ამხელა სივრცეში არც დაიკარგოს და არც ამოვარდეს. გადასაწყვეტია საერთო ფერთა გამაც. რაც მთავარია, დიდი სირთულე, ალბათ, შეგვხვდება მოზაიკაში, რადგან ეს, უკვე დიდი ხნის წინ დაკარგული ტრადიციაა“. მოზაიკით მოიჭიქება საკურთხეველი, რაც ძალზედ შრომატევადი და ამასთან ერთად მეტად ძვირადღირებული სამუშაოა. --Kober 06:20, 4 August 2006 (UTC)

P.S. Let's put Sameba-related images here until the article is completed.